თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2023 წლის 27 აპრილს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე თსუ ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კობახიძე წაიკითხავს მოხსენებას: ანტიკურობასთან დაკავშირებული რამდენიმე ბუნდოვანი პასაჟის ახლებური წაკითხვისა და ინტერპრეტაციისთვის "ქართლის ცხოვრებაში".
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220.